საპენსიო ასაკის პედაგოგების სკოლიდან გასვლის მეორე ეტაპი იწყება

03 დეკემბერი 2019, 20:04 433 ნახვა

საპენსიო ასაკის პედაგოგების სკოლიდან გასვლის მეორე ეტაპი იწყება. ხანდაზმულ მასწავლებლებს, რომლებსაც პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი აქვთ, სახელმწიფო ჯილდოს სახით 2 წლის ხელფასს სთავაზობს.

იანვრიდან მათი ადგილები ახალმა პედაგოგებმა უნდა დაიკავონ. პირველ ეტაპზე, პროფესიიდან გასვლის შესახებ განაცხადი დაახლოებით 6 ათასამდე პენსიონერმა მასწავლებელმა გააკეთა. მეორე ეტაპის ზუსტი მონაცემი კი კონკურსების გამოცხადების შემდეგ გახდება.

29 ნოემბრის მდგომარეობით აჭარაში განაცხადი უკვე დაარეგისტრირა 150-ზე მეტმა პედაგოგმა. ნაწილი გამოცდის შედეგებს ელოდება. სურვილის შემთხვევაში მათ ექნებათ საშუალება ახალი კადრებით ჩანაცვლებამდე დარჩნენ სკოლებში, ოღონდ ჯილდოს ვეღარ მიიღებენ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი