საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანი საზღვაო ფორუმზე ბათუმში მოიწვიეს

27 ნოემბერი 2019, 12:27 783 ნახვა

ქართველი მეზღვაურებისთვის საერთაშორისო შრომის ბაზრის კიდევ უფრო მეტად გახსნასა და მსოფლიოს წამყვან გემთმფლობელ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობაზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა. შეხვედრაზე მხარეებმა იმსეჯელეს მომსახურების ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაზეც.  ნათია თურნავამ  კიტაკ ლიმი ბათუმის ფორუმზე მოიწვია, რომელიც მომავალ  წელს ბათუმში გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში