დაწინაურებული მეამბოხე მაჟორიტარები

25 ნოემბერი 2019, 20:03 285 ნახვა

კრიტიკა მოჰყვა პარლამენტში საკადრო გადაადგილებებსაც - საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციული სისტემის ჩამგდები სამი მაჟორიტარი დააწინაურა. თანამდებობებზე დეპუტატები დღეს დაინიშნენ. ვიცე-სპიკერის პოსტი მამუკა მდინარაძეს ჩააბარეს, ასევე ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გადაინაცვლეს გიორგი კახიანმა და კახა კუჭავამ. გია ვოლსკი კი, პირველი მოადგილე ხდება.

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეებს, ევროინტეგრაციის კომიტეტს თამარ ხულორდავას ნაცვლად დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს. იგი პროპორციული სისტემის მოწინააღმდეგე იყო. ასევე მოწინააღმდეგე ნინო წილოსანი კი გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში