დაუფასოებელი თამბაქოს მიწოდება - რეალიზაცია აიკრძალა

21 ნოემბერი 2019, 20:04 358 ნახვა

დღეიდან  უფილტრო თამბაქოზე აქციზის გადასახადი იზრდება.  ამას რამდენიმე დღეა აპროტესტებენ მაღალმთიან აჭარაში. ამბობენ,რომ გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ და შემოსავლის გარეშე დარჩენილებს სოფლების დატოვებაც მოუხდებათ.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, კი განსხვავებული წესი ახლა მზადდება, რომლის მიხედვითაც გლეხი, რომელიც საკარმიდამო ნაკვეთში აწარმოებს თუთუნს რეგულაციისგან გათავისუფლდება, სავალდებულო გადასახადი კი მხოლოდ მიმღებ პუნქტებს დაეკისრებათ.

ეს მიმღები ვერ იქნება ჩვეულებრივი მოვაჭრე, ვისაც აქამდე აბარებდნენ თუთუნს, ასე რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით მეთუთუნე იმ მეწარმეების ნუსხას უნდა დაელოდოს, რომელსაც ფინანსთა მინისტრი განსაზღვრავს.  

შეღავათი, თუ მონოპოლიის მცდელობა?

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი