10 განაცხადი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში

20 ნოემბერი 2019, 20:35 1542 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსში განაცხადების მიღება დასრულდა. რისკებსა და საფრთხეებზე მოგიყვებით ცოტა ხანში, მანამდე კი კონკურსანტები - ამ დროის მონაცემებით 10 კანდიდატი დარეგისტრირდა, მათ შორის არის გოგა კოხრეიძე, რომელიც სასამართლოშიც დავობს და რომლის სარჩელის საფუძველზეც წინა ბორდის პირობებში კონკურსი შეჩერებული იყო.

განაცხადები დაარეგისტრირეს ტელევიზიის თანამშრომლებმაც. მათ შორის არიან ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე, რედაქტორი ნათია შავაძე, ანალიტიკური გადაცემების წამყვანი ლაშა ზარგინავა, „დილის ტალღის“ პროდიუსერი ბაჩო გურაბანიძე, ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე, რომელიც პირველ კონკურსებშიც მონაწილებდა, არხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნათია ზოიძე და მაუწყებლის თანამშრომელი შოთა გუჯაბიძე.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში