30 წუთს ვაძლევთ, შემდეგ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს - შსს

18 ნოემბერი 2019, 16:16 1772 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს გონივრული ვადა მისცეს გაათავისუფლონ გზა და გახსნან პარლამენტის შესასვლელი.

''პოლიცია მივიდა აქციის მონაწილეებთან მოსალაპარაკებლად. 30 წუთს ვაძლევთ გონივრულ ვადას, შემდეგ პოლიცია კანონის შესაბამისად იმოქმედებს, შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს'' - აცხადებენ სამართალდამცველები. 

ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებამდე, შსს-ს წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზაალ უდუმაშვილს ესაუბრა. უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ აქცია მშვიდობიანი ფორმით მიმდინარეობს და ისინი დაშლას არ აპირებენ.

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 9 აპრილის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები გამოჩნდნენ.  კადრებში ჩანს, რომ ისინი ყვითელი ავტობუსებიდან გადმოდიან და აღჭურვილობას იცმევენ. თან აქვთ ჩაფხუტები და ფარები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში