ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ მეტროს ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

18 ნოემბერი 2019, 09:51 6419 ნახვა

ცოტა ხნის წინ, ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ ''მეტრო ჯორჯიას'' ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი კომპანიას დაუკავშირდა, სადაც გითხრეს, რომ შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან, თუმცა სხვა დეტალებზე არ ისაუბრეს. მეტროში ამბობენ, რომ მოგვიანებით განცხადებას გაავრცელებენ. 

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე  მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც  ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი