პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელი აქციის მონაწილეებმა და გიგი უგულავამ ბოქლომით ჩაკეტეს /განახლებადი/

17 ნოემბერი 2019, 17:37 1710 ნახვა

პარლამენტის შენობის შესასვლელ ჭიშკარს, რომლითაც დეპუტატები სარგებლობენ ბოქლომი დაადეს. ''ევროპული საქართველოს'' ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ''ქართული ოცნების'' ვერც ერთი დეპუტატი პარლამენტის შენობაში ვეღარ შევიდოდა.

''ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა. ეს პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს და ეს იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, რაც მათ ჩაიდინეს. ბიძინა ივანიშვილი ამბობს გული მწყდებაო, შეუძლია ორ კვირაში გამოასწოროს'' - თქვა გიგი უგულავამ. 

ის გასაღები, რომლითაც ბოქლომები ჩაკეტეს ხალხში გადააგდეს. 

''ხალხი, რომ გადაწყვეტს მაშინ გაიღება კარი, სწორედ ამისტომ გასაღები ხალხში სიმბოლურად გადავაგდეთ.  პარლამენტი იქნება პიკეტირებული, სანამ მოთხოვნების არ შესრულდება'' - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი ვასაძემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში