დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ გატაცებული ექიმი - ამერიკის საელჩოს მომართვა  ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს 

16 ნოემბერი 2019, 18:34 1146 ნახვა

აშშ-ის საელჩო საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს. გავრცელებულ განცხადებაში, საელჩო საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყდეს ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ გადასაკვეთი პუნქტების ჩაკეტვა.

აშშ  მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში