"ხალხს ვართმევთ მაჟორიტარ დეპუტატებს" - ეს ნაციონალების სპეკულაციაა და ნუ გავიმეორებთ კოლეგებო - ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელებს.

13 ნოემბერი 2019, 13:40 1082 ნახვა

"ხალხს ვართმევთ მაჟორიტარ დეპუტატებს" - ეს ნაციონალების სპეკულაციაა და ნუ გავიმეორებთ კოლეგებო - ასე მიმართა ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელებს.

"ჩვენ დავპირდით "ნაციონალურ მოძრაობას" არა მხოლოდ პროპორციულ სისტემას, ასევე ამ სისტემის პირობებში დამარცხებას. ისინი, არათუ 27 მანდატს ვერ აცდებიან, არამედ უფრო ცოტას აიღებენ, ვხედავ ამის რესურსს მომდევნო წელში" - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

უმრავლესობის დეპუტატმა თქვა, რომ ''2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ქვეყანა მზადაა. იყო მიღებული გადაწყვეტილება 2024 წელს შესულიყო ეს ცვლილებები, ამისთვის უნდა მომზადებულიყო სისტემა, ბუნებრივია ეს გათვლა ახლაც ძალაშია, თუმცა, ვფიქრობ, შეგვიძლია ამ რისკების გათვალისწინებით, გადავიდეთ 2020 წელსაც ამ სისტემაზე" - აღნიშნა კობახიძემ.  

''ქართული ოცნების'' დეპუტატი ფიქრობს, რომ 2020 წელს, ამ სისტემითაც დადებს პარტია 50%-ზე მეტს და ამის საშუალებას ის განწყობები აძლევთ, რაც საზოგადოებაშია. ​''ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ 50%-იან ბარიერს ავცდეთ.''

მმართველი გუნდის წევრებმა ირაკლი კობახიძეს კითხეს, რას ეუბნებოდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც პროპორციული სისტემის შემთხვევაში პარლამენტში მაჟორიტარებს ვერ აირჩევენ? 

"სპეკულაციაა იმის თქმა მმართველი გუნდის მხრიდან, რომ "ხალხს ვართმევთ დეპუტატების არჩევის უფლებას", ასე სპეკულირებდა ''ნაციონალური მოძრაობა'' პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ხალხი ვეღარ აირჩევს პრეზიდენტს და ვართმევდით ამ უფლებას. ეს არის სპეკულაცია და მეტი არაფერი, ვინც ერკვევა ოდნავ მაიც საკონსტიტუციო სამართალში. ნუ დავემსგავსებით ამ ნაწილში ნაციონალებს კოლეგები" - განაცხადა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას კობახიძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში