შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია პარლამენტში მეუფე იაკობის განცხადებაზე? 

11 ნოემბერი 2019, 15:21 1414 ნახვა

დღეს ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, იაკობის განცხადებების გამოსაძიებლად დროებითი კომისიის შექმნის საკითხს „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქცია, ბიუროს სხდომაზე დააყენებს. 

ოპოზიცია აუცილებლად მიიჩნევს მთავრობის მაღალჩინოსნების მცდელობას, კათოლიკოს-პატრიარქის გადაყენებაში დახმარების თხოვნაზე, დანაშაულის ნიშნების დადგენას. მთავარი პროკურორი და მმართველი გუნდი კი პროცესის დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან ამბობენ, რომ ფაქტები დროშია აცდენილი.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში