თბილისის კინოთეატრებში ​გამნაღველები და კინოლოგები მუშაობენ

09 ნოემბერი 2019, 18:23 1317 ნახვა

თბილისის კინოთეატრებში პრევენციის მიზნით  გამნაღველებისა და კინოლოგების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძე აქციის  ორგანიზატორებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.

"შსს, როგორც მართლწესრიგზე პასუხისმგებელი უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატირებს, ასევე მასში მონაწილე პირებს დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რაიმე სამართალდარღვევას ექნება ადგილი პოლიცია შესაბამის კანონიერ ზომას მიიღებს"-განაცხადა კახა ბუხრაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში