ამინდი, ბათუმი - უქმე დღეები მზიანი და თბილი იქნება

09 ნოემბერი 2019, 10:47 1606 ნახვა

უქმე დღეებში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე მზიანი და თბილი ამინდი შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა- სანაპირო ზოლსა და დასავლეთ საქართველოში +21, +26 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთის ბარში კი +18, +23 გრადუსი.

ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის ფიონი, რომელიც დასავლეთ საქართველოში მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია ჰაერის მაღალი ტემპერატურის, საქართველოში ამინდს უკვე 1 კვირაა განსაზღვრავს ანტიციკლონი, რის გამოც - უღრუბლო ამინდი გვაქვს.

მზიანი და თბილი ამინდი მომდევნო კირაშიც გაგრძელდება.

 

ფოტო:ბათუმის ბულვარი

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში