უკონტროლო ბიზნესი გახდეს კონტროლირებადი - ბათუმში აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია იმართება

07 ნოემბერი 2019, 11:04 3335 ნახვა

ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონის" წინ, აზარტული თამაშების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება. აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ უკონტროლო ბიზნესი კონტროლირებადი უნდა გახდეს: "დროულად გადაიდგას ნაბიჯები აზარტული თამაშების წინააღმდეგ, დაწესდეს და გამკაცრდეს რეგულაციები, დაინერგოს ისეთი სტანდარტები, როგორიც ევროპულ ქვეყნებშია". 

პარალელურად ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო პეტიციაზე, რომელიც 4 მოთხოვნას აერთიანებს:  

1. სასწრაფოდ აიკრძალოს 25 წლამდე ასაკის პირების აზარტული ან მომგებიანი თამაშობის მოწყობის ადგილას შესვლა ან /და თამაშობაში მონაწილეობა და რეგისტრაცია. ამ დრომდე რეგისტრირებულ მოქალაქეებს შეუჩერდეთ სტატუსი და შეეზღუდოთ თამაშის უფლება.

2.სასწრაფოდ, სრულიად აიკრძალოს, როგორც სახმელეთო, ასევე ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომგებიანი რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა. აკრძალვა მათ შორის უნდა შეეხოს, ტელევიზიას, რადიოს და ინტერნეტ მედიას, ასევე სოციალურ მედიას, ციფრულ მედიას, გარე რეკლამებს, ავტობუსებზე, სამარშრუტო ტაქსებზე და გაჩერებებზე ბანერებს. 

3. სასწრაფოდ გამკაცრდეს, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეგულირება. მთავრობამ წარმოადგინოს აზარტული თამაშების მაქსიმალურად შეზღუდვის გეგმავ. 

4. ხელისუფლებამ სასწრაფოდ წარმოადგინოს ტურიზმის ზრდის ამოცანასთან დაკავშირებული დასაბუთებული გრძელვადიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც ხმელეთი კაზინოები განთავსდება კონკრეტულ ზონებში. 

პეტიციას ხელს აწერს, ამ კამპანიის ინიციატორი იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე. მალე შეიქმნება ელექტრონული პეტიციაც. 

​ბათუმში, გუშინ 23 ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. რამდენიმე საათით ადრე კი, სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა: ''აკრაალეთ ასეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც''... 

''ზუკას, სანდროს და კიდევ ათობით ლუდომანიის მიზეზით გარდაცვლილი ახალგაზრდის ხმა ხელისუფლებას არ ესმის. არ სურს პასუხისმგებლობის აღება და პრობლემების აღიარება. სახელმწიფოს დუმილი კი, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვს ზრდის'' - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი