ბათუმში, 23 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ''აკრძალეთ კაზინოები'' - დაწერა მამაკაცმა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, სოციალურ ქსელში.
"აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით, რომლებსაც თქვენ თვითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ," - წერია პოსტში. ინფორმაციას პირველი რადიო ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
29 ოქტომბერს პირველი არხის ოპერატორი სანდრო ბერაძე გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრები ვარაუდობდნენ, რომ სანდრო აზარტულ თამაშებზე იყო დამოკიდებული.