დატბორილი ქუჩები, კომერციული ფართები და სახლები - ძლიერი წვიმა ბათუმში

02 ნოემბერი 2019, 10:44 1979 ნახვა

გუშინ ღამით მოსული უხვი ნალექის გამო "ბათუმის წყალში" დატბორვის თაობაზე 8 შეტყობინება შევიდა. კომპანიის ინფორმაციით, შეტყობინებების ძირითადი ნაწილი ეხებოდა კომერციული ფართების, ქუჩების  და საცხოვრებელი სახლების დატბორვას.

მათივე თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობდა. უწყებაში ამბობენ, რომ სპეციალური ტექნიკა სხვადასხვა მონაკვეთზე ამ დრომდე მუშაობს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში