ბათუმის ქუჩები ისევ დაიტბორა 

02 ნოემბერი 2019, 09:00 4053 ნახვა

ღამით მოსული უხვი ნალექის გამო, ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა პუშკინის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. 

ავტომობილების გადაადგილება შეფერხებულია. საავტომობილო გზა წყლით არის დაფარული. 

ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა. მთაში კი მოთოვა. 

ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა... ცივი და წვიმიანი ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება...

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში