რას უკავშირებენ ტვირთბრუნვის გაზრდას ბათუმისა და ფოთის პორტებში?

30 ოქტომბერი 2019, 20:40 2312 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალში ტვირთბრუნვის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ასეთივე ვითარებაა ფოთის პორტშიც. ბათუმის ტერმინალის ტერიტორია მთლიანად იმპორტირებული ავტომანქანებითაა გადატვირთული.

იმპორტიორები რიგში დგანან და კონტეინერების გახსნას ელოდებიან. როგორც გავარკვიეთ მაღალი დატვირთვის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სომხეთში მოსალოდნელი საბაჟო გადასახადის ზრდა იყოს, რის გამოც იმპორტიორებმა სომხეთიდან დიდი რაოდენობით ავტომანქანები იყიდეს და მოიმარაგეს.

მიზეზებს შორის დარგის სპეციალისტები ირანში დაწესებულ ემბარგოსაც ასახელებენ, ამ ფონზე კი პირდაპირ ამბობენ, რომ გაზრდილი ნაკადის ფონზე სამომავლოდ ანაკლიის პორტის დროული განვითარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა ნაკადი პირდაპირი მნიშვნელობით რუსულ პორტებზე გადავიდეს. როგორ უმკლავდება ბათუმის პორტი შექმნილ ვითარებას დღეს?

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში