სავაჭრო ცენტრ „ჭოროხის“ მეპაიების პროტესტი

26 ოქტომბერი 2019, 15:20 1422 ნახვა

სავაჭრო ცენტრ „ჭოროხის“ 53-მა მეპაიემკობალაძისა და ხიმშიაშვილის ქუჩების კვეთაში  სამშენებლო სამუშაოების  შეჩერების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართა.  შეკრებილების განცხადებით, ტერიტორია მათი  საკუთრებაა  იყო, თუმცა   აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიწა  2017 წელს  უკანონოდ  გაყიდა და ის სამშენებლო კომპანია „დარ ბილდინგმა“ შეიძინა.

მათი ინფორმაციით,7 ათას 800 კვადრატული მეტრი ფართის სავაჭრო ცენტრი, 53 მეპაის მიერ შეგროვებული თანხით 1996 წელს აშენდა.  „ჭოროხი“ 2007 წელს აქციონერებთან შეთანხმების გარეშე მთავრობამ დაანგრია, აქციონერებს კი მშენებლობაში ჩადებული თანხა დღემდე არ აუღიათ.მეპაიები კომპენსაციას კომპანიას და ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.  აქციის მონაწილეების თქმით,  კომპანია „დარ ბილდინგის“ დირექტორი, აუქციონის ჩატარებამდე სადავო მიწის   შესახებ ინფორმირებული იყო,  თუმცა მათი ინტერესები არ  გაითვალისწინა.

კომპანიის დირეტორმა კომენტარი არ  გააკეთა და სატელეფონი საუბარში   ბრალდებები უარყო. იურისტის განმარტებით,მიწის ნაკვეთი  კანონიერად შეიძინეს  და  მოქალაქეების პრეტენზიების ადრესატი კომპანია არ არის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში