უმაღლესმა საბჭომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამი მრჩეველი დაამტკიცა

25 ოქტომბერი 2019, 18:15 1710 ნახვა

კანონის იმ ნაწილის ხარვეზზე, რის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრებს ირჩევენ ყველა მხარე საუბრობს, მათ შორის უმრავლესობის წევრებიც, ამის მიუხედავად  კი მრჩეველთა საბჭოს სამი ახალი წევრი მაინც აირჩიეს. პეტრე ზამბახიძის მიერ წარდგენილმა კანდიდატურამ მმართველი გუნდის მხარდაჭერით საჭირო ხმები მიიღო . საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომელი თამარ წილოსანი ახალი მრჩეველია.

დღეს თავად პეტრე ზამბახიძემაც გამოუცხადა მხარდაჭერა  ქართული ოცნების ფრაქციების მიერ წარდგენილ კანდიდატურებსაც. “საკუთარ თანამშრომელზე გააკეთა არჩევანი ქართულმა ოცნებამ”- ამბობს დიანა ვაშაყმაძე, რომელმაც მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრის პოზიციაზე დღეს დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. “კვალიფიკაცია, საზოგადოების ნდობა, მიუკერძოებლობა”- ამ არგუმენტს უპირისპირებს უმრავლესობა ვაშაყმაძის პრეტენზიას. სახელისუფლებო პარტიაში მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ. დავით გაბაიძემ განსხვავებული პოზიციის მქონე პირები კი სასამართლოსკენ გადაამისამართა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი