ბათუმში სახვითი ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გამოფენა გაიხსნა. ხელოვნების მუზეუმში 4 უკრაინელი და 6 ბათუმელი მხატვრის ნამუშევრებია წარმოდგენილი. ექსპრესიული, ავანგარდული და სურეალისტური ჟანრის ნახატები სხვადასხვა ტექნიკითაა შესრულებული.
გამოფენა პროექტის „წელიწადის ოთხი დრო-მეგობრობის პალიტრის“ ფარგლებში მოეწყო. მას წინ 10-დღიანი პლენერი უსწრებდა, მხატვრებმა ბათუმში მიღებული შთაბეჭდილებები ტილოზე გადაიტანეს. გამოფენა 17 ოქტომბერს დასრულდება.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            