როგორ უნდა მოიქცეთ თუ ფუტკარმა, ბზიკმა ან კრაზანამ გიკბინათ?

15 ოქტომბერი 2019, 17:08 12779 ნახვა

ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას ნაკბენი საკმაოდ მტკივნეულია და ხშირად საშიში ალერგიული რეაქციის მიზეზიც შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით საფრთხილოა ნაკბენი ბავშვებისთვის.

ხშირად, ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას ნაკბენი არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. თუმცა დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში დაკბენილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და მიმართოს ექიმს.

ექიმთან მიმართვამდე, დაკბენილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

- იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა დარწმუნდეს რომ არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია

- დაიბანოს ნაკბენი მიდამო საპნითა და წყლით

- ფრთხილად მოიცილოს ნესტარი კანის ზედაპირიდან

- დაიდოს ცივი საფენი ან ყინული შეშუპების შესამცირებლად

არ გააღიზიანოს ნაკბენი მიდამო, ვინაიდან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შეშუპება, ქავილი და ინფიცირება.

- ალერგიული რეაქციისადმი მიდრეკილმა პირებმა მალევე უნდა მიიღონ ანტიჰისტამინური პრეპარატები. ალერგიული რეაქციის მძიმედ მიმდინარეობისას  აუცილებელია ანტიჰისტამინური პრეპარატის (სუპრასტინი, ტავეგილი) ინტრამუსკულარულად (კუნთში) შეყვანა.

- ხორხის ალერგიული შეშუპების დროს კი, როდესაც ვლინდება სუნთქვის დარღვევა - ინტრავენურად შეჰყავთ პრედნიზოლონი (ნელ-ნელა 2-3 წუთის განმავლობაში), შესაძლოა მიიღოთ, დექსამეტაზონი.

- თუ ვერ ხერხდება ვენაში შეყვანა, მაშინ კუნთში ხდება მედიკამენტის ინექცია. ანაფილაქსიური შოკის დროს დაზარალებული ზურგზე უნდა დააწვინოთ ისე, რომ ქვედა კიდურები წამოწეული ჰქონდეს. თუ ღებინება აღენიშნება ან გონება დაკარგული აქვს, მას გვერდზე აწვენენ.

აუცილებელია, მწერის ნაკბენის ზემოთ ზონარის გადაჭერა, ხოლო ნაკბენ უბანზე ყინულის დადება. პირველი დახმარების პარალელურად ნუ დაგავიწყდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში