ქობულეთში მამაკაცი ბაზმა დაკბინა, ის ადგილზე გარდაიცვალა 

15 ოქტომბერი 2019, 10:09 9916 ნახვა

ქობულეთში, სოფელ შუაღელეში 57 წლის მამაკაცი ბაზმა დაკბინა, ის სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უყვებიან, რომ მამაკაცი ნალიაში ავიდა, სადაც ბაზებს ბუდე ჰქონდათ გაკეთებული. უკან ჩამოსულმა კი თქვა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. მწერმა მას რამდენიმე ადგილას უკბინა. სოფელში სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს, თუმცა მედიკოსების მისვლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა 11 ოქტომბერს მოხდა. 

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ოჯახმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თქვა. 

ოლო პერიოდში მოქალაქეები საცხოვრებელი სახლების ახლოს, ბაზებისა და კრაზანების სიმრავლეს უჩივიან. გახშირდა დაკბენის შემთხვევებიც.მოსახლეობა მწერს საკუთარი ძალებით ებრძვის. გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, რომ სოფელში, თითქმის ყველა ეზოში აქვს მწერებს ბუდე, რაც ძალიან საშიშია. 

რამდენიმე კვირის წინ, შუახევის ერთ-ერთი სკოლის ეზოში ბაზმა მოსწავლე თავის არეში დაკბინა. მას სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაუწიეს. ცნობილია, რომ ბაზის ნაკბენი საგანგაშოა ალერგიული ადამიანებისთვის. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ მწერების შხამ-ქიმიკატებით შეწამვლის პროგრამა მუნიციპალიტეტში არსებობს,  მომსახურება კი ფასიანია. 

ბაზებისა და კრაზანების საწინააღმდეგო პროგრამა არც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს, თუმცა ამბობენ, რომ კრაზანების შესახებ შეტყობინება სამინისტროში წელს დაფიქსირდა.  

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი