ვინ დაანგრევს ბათუმის ცენტრში, დემეტრე თავდადებულის ქუჩის 48/ა ნომერში, მერიის ნებართვის გარეშე აშენებულ 8 სართულიან კორპუსს.
4 ოქტომბერს, ბათუმის მერიამ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმართვა დაარეგისტრირა, სადაც ითხოვს, რომ "მშენებელი თამარ როყვა, უკანონო სამუშაოების წარმოებისთვის დაჯარიმდეს და დაევალოს ნებაყოფლობით შენობის პირველამდელ მდგომარეობაში მოყვანა".
აღსრულების ბიურომ, მშენებელ ნათია როყვას უკვე გაუგზავნა შეტყობინება, თუმცა ამ დრომდე, მშენებელს სახლის დემონტაჟი არ დაუწყია.
თუ კანონით გათვალისწინებულ ვადაში, არ დაიწყებს მშენებელი სახლის დემონტაჟს, მაშინ აღსრულების ბიურო სახლის დემონტაჟისთვის ბათუმის მერიას შესაბამის მუშახელს და ტექნიკას მოსთხოვს იმისთვის, რომ სახლის დემონტაჟი იძულებით დაიწყოს.
ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ დაელოდებიან აღსრულების ბიუროდან წერილს და თუ არ დაიწყება ნებაყოფლობითი დემონტაჟი, მაშინ მოძებნიან შესაბამის მუშახელს და ტექნიკას.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს აინტერესებდა, რა რესურსით გეგმავს მერია მუშების ან ტექნიკის დაქირავებას, ან არის თუ არა ბიუჯეტში ამ ტიპის ხარჯები გათვალისწინებული. ასეთ სიტუაციაში ტენდერი გამოცხადდება თუ არა?
ამ კითხვებზე მერიაში ამ ეტაპზე პასუხები არ აქვთ, ამბობენ რომ წინასწარ ამ საკითხზე მერიაში მუშაობა არ დაუწყიათ.
ბათუმში უნებართვოდ აშენებულ8 სართულიანი კორპუსის შესახებ მედიაში ინფორმაცია 1 ოტომბერს გაჩნდა. სწორდ ამის შემდეგ დაიწყო ბათუმის მერიის არქიტექტორმა დემონტაჟზე საუბარი. მირიან მეტრეველმა განაცხადა, რომ "უკანონოდ აშენებული კორპუსის დემონტაჟი, მერიის პრესტიჟის საქმეა". ეს მშენებელობა ბათუმის მერიამ მანამდეც დააჯარიმებდა, ანუ შეიძლება ითქვას ფაქტის შესახებ იცოდა.
შენობის ადგილმდებარეობის მიუხედავად, მთავარი არქიტექტორი ირწმუნება, რომ სართულების რაოდენობა აქამდე არ შეუნიშნავს. არაეფექტიანი სანქციები, თვითნებური ქმედება ლობირების გარეშე, თუ არაეფექტიანი სამსახურები?