დაზიანებული ციტრუსის შემცირებული მოსავალი

09 ოქტომბერი 2019, 20:06 1723 ნახვა

ციტრუსის სეზონის მოახლოვებასთან ერთად აქტიურდება თემა - იქნება თუ არა წელს აჭარაში მანდარინი ხარისხიანი? ჩაქვსა და მის მიმდებარე სოფლებში უკვე გამოჩნდა ე.წ. შავი ბუზი, ბუნებრივ მტერთან ერთად კი ბაღებში ნაყოფი თითქმის სრულადაა გაშავებული. ის რომ ჩაქვში, ხალაში, გორგაძეებსა და მიმდებარე სოფლებში შესაძლოა არც წელს იყოს მანდარინი ხარისხიანი ამას ადასტურებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ტიტე აროშიძე ამბობს, რომ შარშან დაწუნებული სუბსიდირების კომპონენტი წელს ბიუჯეტში სწორედ ამის გამო დატოვეს, რადგან რისკის არსებობის შემთხვევაში მოსახლეობას დახმარება სჭირდება.

მოსახლეობას კი დახმარება მხოლოდ არასტანდარტული მანდარინის რეალიზაციის  ნაწილში არ აკმაყოფილებს, ისინი მწერთან ეფექტიან ბრძოლას ითხოვენ და შესაწამლი საშუალებების ხარისხს ეჭვქვეშ აყენებენ. ხეზე დატოვებისთვის, ან გადაყრისთვის განწირული მანდარინი, თუ 20 თეთრი კილოში

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში