თურქეთმა სირია-ერაყის საზღვარზე სამხედრო დარტყმები განახორციელა

09 ოქტომბერი 2019, 10:42 2568 ნახვა

თურქულმა ჯარებმა სირიისა და ერაყის საზღვარზე სამხედრო დარტყმები განახორციელეს.

თურქული მედიის ცნობით, დარტმის მიზანი საკუთარი პოზიციების გამყარება და ქურთისტანული ძალებისთვის ჩრდილო-აღმოსავლეთ მარშუტის დაკეტვა წარმოადგენდა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს იყო საჰაერო დარტყმა.

ზიანისა და დანაკარგის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ცნობილია, რომ თურქეთი  ჩრდილო – აღმოსავლეთ სირიაში გრძელი საფრთხის შემცველი სამხედრო ოპერაციის დაწყებისთვის ემზადება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი