მოსამართლეების შერჩევის პროცესი სახალხო დამცველის ანგარიშში

08 ოქტომბერი 2019, 20:15 154 ნახვა

„საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში თვალსაჩინო იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა ორ ჯგუფს შორის არსებული დაპირისპირება“ - სწორედ ეს ფრაზა გახდა დღეს სადავო ომბუდსმენის ანგარიშიდან.

უფრო კონკრეტულად კი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ითხოვს სახალხო დამცველისგან მეტ კონკრეტიკას. დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი კი ამბობს, რომ ამ ფრაზით ნინო ლომჯარიამ ერთ სიბრტყეზე დააყენა ჯანეზაშვილი-დოლიძე ე.წ. კლანთან.

ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში ხარვეზებზეცაა საუბარი, ამასთან სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს პარლამენტს, მიიღოს ისეთი ცვლილებები, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებისას „თვითნებობას” გამორიცხავს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი