თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატი განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენს პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა.
მხარეებმა განიხილეს საქართველოში, ჩვენი სამხედრო - სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ დაწყებული გამოძიება და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.
ჩვენმა პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს, მიმდინარე სამუშაოებში საქართველოსთან კოორდინირებული თანამშრომლობისთვის.
საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენს პრეზიდენტს, დაღუპული ჯარისკაცების გამო, სამძიმარი გამოუცხადა",- წერია განცხადებაში.