15:00 საათზე „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა წერილი, როგორც გარედან მოსული დაკვეთა, 15:10 საათზე კი აგენტურად ფორმირებულმა დაჯგუფებამ, ლევან ჯობავას სახით, სიტყვა-სიტყვით წაიკითხა დავალება - ნინო წილოსანი

13 ნოემბერი 2025, 16:16 164 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმაურება და პარალელურად, სოციალურ ქსელში აქვეყნებს „პრაიმ ტაიმის“ მიერ გავრცელებულ იმ დოკუმენტს, რომელიც, მედიასაშუალების ცნობით, ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს.

წილოსანი აღნიშნავს, რომ წერილი, რომელიც გავრცელდა, „აგენტურად ფორმირებულმა დაჯგუფებამ, ლევან ჯობავას სახით, სიტყვა-სიტყვით წაიკითხა“.

„15:00 საათზე ეს წერილი „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა, როგორც გარედან მოსული დაკვეთა. 15:10 საათზე კი აგენტურად ფორმირებულმა დაჯგუფებამ, ლევან ჯობავას სახით, სიტყვა- სიტყვით წაიკითხა ეს დავალება“, – წერს ნინო წილოსანი.

„პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მედიასაშუალებას ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს. მედიასაშუალება ასევე იტყობინებოდა, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე