სამარცხვინო, უთავმოყვარეო „უსამშობლოები" მუდამ ასე „სხვის დაკვეთაზე" აგენტობდნენ - ზაალ მიქელაძე

13 ნოემბერი 2025, 16:22 191 ნახვა

სამარცხვინო..უთავმოყვარო ,,უსამშობლოები" მუდამ ასე ,,სხვის დაკვეთაზე" აგენტობდნენ. ცალ ფეხზე დგომიდან-კრემლად ქცეული ბრიუსელიდან-ცერზე დგომით ,,შეუცდომლად" ტელეფონიდან სამშობლოს სიძულვილის მესიჯს აკითხებენ - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს.

"სამარცხვინო...უთავმოყვარო ,,უსამშობლოები" მუდამ ასე ,,სხვის დაკვეთაზე" აგენტობდნენ. ცალ ფეხზე დგომიდან-კრემლად ქცეული ბრიუსელიდან-ცერზე დგომით ,,შეუცდომლად" ტელეფონიდან სამშობლოს სიძულვილის მესიჯს აკითხებენ.

სადამდე დაეცით? ხორცის შემდეგ სულიც გაყიდეთ?

და ამ ფონზე მადლობა ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ყველა ჯერზე სწორად აფასებენ მტერ-მოყვარეს, ჩვენ ერთად დგომით შევქმნით ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებულ ქვეყანას"- წერს ზაალ მიქელაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე