ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ბულვარის მოწყობისთვის სანაპირო ზოლზე ექვსი კაფის დემონტაჟს აპირებს.
მერია კაფე - ბარების აღებას დაახლოებით აჭყვას სანიაღვრე არხიდან თამარ მეფის სანაპიროს 100 ნომრამდე გეგმავს. უწყებაში ამბობენ, რომ სწორედ ამ მონაკვეთში მიმდინარეობს რეკრეაციული ზოლის მოწყობა.
ამ ტერიტორიაზე მოქმედ ექვს კაფე-ბარს საიჯარო ხელშეკრულების ვადა გასული აქვთ და ისინი უკანონოდ ფუნქციონირებენ - ამბობენ ქობულეთის მერიის პრესსამსახურში.
ქობულეთის მერიაში ასევე გვითხრეს, რომ შემდეგ ეტაპზე იმ კაფე-ბარების დემონტაჟი განხორციელდება, სადაც ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმება და დაიწყება.
აღნიშნული 850 მეტრიანი რეკრეაციული ზოლის კეთილმოწყობა, გეგმის თანახმად დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
დღეს ქობულეთში, გამგეობის გვერდით, სანაპიროზე მდებარე კაფე-ბარ "მონოპოლში" დემონტაჟისთვის აღსრულების ბიურო შევიდა, რასაც ხმაური მოჰყვა.