ერაყში ავტობუსის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

21 სექტემბერი 2019, 17:23 550 ნახვა

ერაყში ავტობუსის აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ ქარბალასთან ახლოს მოხდა. ინფორმაციას როუტერი ავრცელებს.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, აფეთქების შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.

ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ ამოქმედდა, როდესაც ავტობუსი ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში იმყოფებოდა. შედეგად ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ფოტო: voanews

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი