„ერთად ერთის წინააღმდეგ“ - ხვალ აქცია გაიმართება

19 სექტემბერი 2019, 14:06 1194 ნახვა

,,ბიძინა ივანიშვილს წითელ ბარათს ვუჩვენებთ, - აცხადებენ ანტისაოკუპაციო აქცია „სირცხვილიას“ ორგანიზატორები, რომლებიც ხვალ,  მასშტაბურ სამოქალაქო აქციას აანონსებენ.

სლოგანით, „ერთად ერთის წინააღმდეგ“ აქციის მონაწილეები ივანიშვილის მმართველობას რუსთაველის გამზირზე 19 საათიდან გააპროტესტებენ.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ხვალ 1 წლიან გეგმას წარადგენს და მათი პროტესტიც ახალ სტარტს აიღებს.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში