იაკობ ქაჯაია ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს

17 სექტემბერი 2019, 11:58 358 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა იაკობ ქაჯაიამ 130 კგ.წონით კატეგორიაში დამამშვიდებელ წრეში ჩილელ აკოსტა ფერნანდს  2-1 მოუგო. მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ქართველი ფალავანი  გერმანელ ედუარდ პოპს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი დღეს 16:00 საათზე დაიწყება. ევროპის თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ქაჯაიამ საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ოლიმპიური ლიცენზია მოუტანა.  გუშინ პირველი ოლიმპიური ლიცენზია  ნაკრებს გიორგი მელიამ 97 კგ. წონით კატეგორიაში მოუპოვა.

საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ამ დროისთვის 64 ქულით  მეორე ადგილზე იმყოფება. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ნუგზარ წურწუმიას და ლაშა გობაძის მოპოვებული  2 ოქროს მედლია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი