ბათუმის ბაზართან გარემოვაჭრეები და ჯიხურებში დასაქმებულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

16 სექტემბერი 2019, 11:34 854 ნახვა

ბათუმის ბაზართან გარემოვაჭრეები და ამავე ტერიტორიაზე ჯიხურებში დასაქმებულები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათი ნაწილი ბაზრის მოპირდაპირედ გარე ვაჭრობას აპროტესტებს, ამბობენ, რომ ლიანდაგზე განლაგებული მაგიდები და ჩანთები  გზას  ხერგავს.

გარემოვაჭრეების ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორია დირექციამ დაატოვებინა, რასაც არ ადასტურებს ბაზრის დირექტორი.  

თენგიზ ბაკურიძე ამბობს, რომ გარემოვაჭრეებისთვის  არც  ბაზარში ვაჭრობის  უფლება  მიუციათ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი