რა ჯდება სასკოლოდ მომზადება? 

11 სექტემბერი 2019, 21:46 1604 ნახვა

ორშაბათს სკოლებში სწავლა იწყება. სკოლის მოსწავლეების მშობლებისთვის დანახარჯის თვალსაზრისით ყველაზე ძვირადღირებული კვირა კი უკვე დაწყებულია. მშობლები გვიყვებიან, რომ წელს საკანცელარიო ნივთები გაძვირებულია.

დაბალი შემოსავლების ფონზე კი გაძვირებული რვეულების, კალმების, სახელმძღვანელოების შესაფუთი მასალის შეძენა, ტანისამოსთან ერთად საშუალოდ 400-500 ლარი ჯდება. ფასი რა თქმა უნდა იზრდება ხარისხის მიხედვით.

თან ეს მხოლოდ ერთ ბავშვს ეხება და ხარჯი გაცილებით დიდია ოჯახში ორი, ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში. თეონა თურმანიძე ესაუბრა მშობლებს, ასე რომ მოგვიყვება რა უჯდება ოჯახს 16 სექტემბერი. 

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი