ავტომობილი,რომელიც კედელზე პარკინგდება

09 სექტემბერი 2019, 16:32 1633 ნახვა

პარკირება მოქალაქეებისთვის მთელს მსოფლიოში სერიოზული გამოწვევაა და ნებისმიერი ქალაქი თუ ქვეყანა სხვადასხვა მეთოდით ცდილობს ამ პრობლემას გაუმკლავდეს.

პარალელურად კი გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებმაც საკუთარი მარკეტინგი სწორედ ამ პრობლემაზე ააწყვეს. მათ შორისაა მანქანის მწარმოებელი კომპანია - "Nobe", რომლის ავტომობილები, პირდაპირი მნიშვნელობით კედლებზე გადიან და იქ პარკინგდებიან.  

"Nobe"- ს ელექტრო ავტომობილები შენობის გარე ფასადის კედელზე სპეციალურად დამონტაჟებული მექანიზმის დახმარებით ადიან.  ახალი სერიის ავტომობილი რეტრო დიზაინშია გადაწყვეტილი. მას სულ სამი საბურავი აქვს, ორი წინ და ერთი უკან.​

ელექტრომობილი ძალიან მსუბუქია და მხოლოდ 600 კილოგრამს იწონის. დამუხტვის შემდეგ კი, 210-დან 260 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია.

კონსტრუქტორები მიიჩნევენ, რომ სიახლე ავტომობილის მფლობელს პარკირების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. 

ესტონური კომპანია  Nobe 100-ის სერიულად გამოშვებას 2021 წლიდან გეგმავს და  მისი ღირებულება 29 ათასი დოლარი იქნება.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი