ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა /ვიდეო/

06 სექტემბერი 2019, 19:20 6343 ნახვა

დღეს, 6 სექტემბერს, ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე, გარკვეული მონაკვეთები დაიტბორა.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა "ჭაობში'', 26 მაისისა და ბესიკის ქუჩებზე. აღნიშნული მონაკვეთზე წვიმის დროს, თითქმის ყოველთვის პრობლემები იქმნება. სანიაღვრე არხები, წყლის დიდი ნაკადის გატარებას  ვერ ასწრებს.

''ბათუმის წყლის'' ინფორმაციით, ქალაქში მობილური ჯგუფები და ტექნიკა რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად მუშაობს. მიმდინარეობს არხებისა და ჭების გაწმენდა.

 ''ამ ეტაპზე სანიაღვრე ჭებს აწესრიგებენ, იმისათვის რომ ჭებმა გამტარუნარიანობა არ დაკარგოს, ზედაპირზე ნაგვის მოგროვების გამო. მთელი საღამოს პერიოდში ეს ჯგუფები იმ უბნებში დარჩებიან, სადაც დატბორვის საშიშროებაა. აღნიშნულ მონაკვეთებზე ეს პირველი შემთხვევა არ არის. ყოველთვის იტბორება და წყლის დიდი ნაკადი გატარებას არხები ვერ ასწრებს'' - უთხრეს აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ''ბათუმის წყალში''. 

ქალაქში ტრანსპორტის გადაადგილება გართულებულია. ქუჩებში საცობებია. 

დატბორილია თაყაიშვილი, კომახიძის, მახარაძის, აღმაშენებლის, ინასარიძის, 26 მაისის ქუჩები.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში