შს სამინისტროს ვახტან გომერაული, თავდაცვის სამინისტროს კი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაიბარებს 

03 სექტემბერი 2019, 10:08 2291 ნახვა

პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში მცირედი ცვლილებები იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვახტანგ გომელაური, თავდაცვის სამინისტროს კი ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი გუნდში რჩება. ლევან იზორია უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს.

''დღეს ამ გადაწყვეტილების შემდეგ მე წარვადგენ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას და პროგრამას. მთავრობაში მცირედი ცვლილებები იქნება მხოლოდ. ეს ცვლილებების გააძლიერებს მთავრობას და გააძლიერებს პოლიტიკურ გუნდს. შევხვდებით პარლამენტში და პროგრამაზე ვისაუბრებთ'' - თქვა ბრიფინგზე პრემიერობის კანდიდატმა. 

ინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისში  გაკეთდა.

ბიძინა ივანიშვილმა დღეს პრემიერ მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დაასახელა. 

''ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს მამუკა ბახტაძეს გაწეული სამსახურისთვის'' - თქვა გახარიამ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში