მე წავალ ციხეში, ვერ ეღირსებიან ტვ პირველის ჩადებას... მე არ გადავიხდი გირაოს

27 აგვისტო 2019, 17:13 1882 ნახვა

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შეეფარდა, რომლის გადახდასაც ბიზნესმენი არ აპირებს.

მანამდე კი განცხადება გააკეთა ტვ პირველის დამფუძნებელმა, ბიზნესმენის შვილმა ვატო წერეთელმა, რომელიც გირაოს სანაცვლოდ „ტვ პირველის“ შენობის ჩადებას აპირებს, რისი წინააღმდეგიც არის მისი ბრალდებული მამა, რომელიც ამბობს, რომ ციხეში წავა და ტელევიზიის შენობას გირაოში არ ჩადებს.

 

„ნამდვილად არ მქონდა ამ გადაწყვეტილების მოლოდინი, რადგან ოჯახი ქონებას დიდი ხანია აღარ ფლობს. „ტვ პირველი“ ჩავაბარეთ ახლა პროკურატურას. მოსამართლეს რაც უთხრეს, იქ ქნა. დაწერილი ჰქონდა, მოვიდა და მოგვისმინა. რის გათეთრება, რა გათეთრება? „ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ. ვერ ეღირსებიან. მე წავალ ციხეში. არ გადავიხდი ამ თანხას და ვისაც უნდა იმან გადაიხადოს“,- განაცხადა წერეთელმა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში