დეფაქტო აფხაზეთის ე.წ „საპზრეზიდენტო არჩვნების“ მეორე ტური და შეფასებები 

26 აგვისტო 2019, 18:17 259 ნახვა

არალეგიტიმურად აფასებენ ე.წ. არჩევნებს საქართველო და მისი მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნები. ჩვენი ქვეყნის ოპოზიცია და მმართველი გუნდი ამ საკითხზე ერთ აზრზე არიან. თხუთმეტი სახელმწიფო ერთხმად ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას.

ექსპერტების მოსაზრებაც იგივეა, ასევე განმარტავენ, რომ ე.წ. არჩევნები საქართველოსთვის არაფერს შეცვლის. ცნობისთვის, გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის რიგით მეხუთე დე ფაქტო პრეზიდენტი ვერ აირჩიეს. 2 კვირაში მეორე ტურში ერთმანეთს მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და პარტია „ამცახარის“ ლიდერი ალხას კვიწინია დაუპირისპირდებიან.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში