„არა ქიმიურ ტერმინალს“-აჭარისმთავრობის სახლთან აქციები იგეგმება

18 აგვისტო 2019, 21:30 984 ნახვა

„წინააღმდეგობის კომიტეტი ქიმიური შეტევა ბათუმზე“ -  1 სექტემბერს  17 საათზე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ უცვლელი მოთხოვნებით საპროტესტო აქციასა და კარვების გაშლას გეგმავს. აქტივისტები ამბობენ, რომ თუ მთავრობის თავმჯდომარე მოლაპარაკებას არ დათანხმდება  ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს სხვადასხვა ენაზე პროკლამაციების დაურიგებენ და ევროსაბჭოში წერილს გაგზავნიან.

საინიციატივო ჯგუფის წევრები არ გამორიცხავენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას შიმშილობასაც მიმართონ. უკვე რამდენიმე თვეა მოქალაქეები  კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აპროტესტებენ.  საინიციატივო ჯგუფის ''ქიმიური შეტევა ბათუმზე'' წევრები ტერმინალის აშენების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედების საფრთხეებსა და შესაძლო ეკოკატასტროფაზე საუბრობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი