"ფაქტობრივად, 2008 წლის ომი გრძელდება იარაღის გასროლის გარეშე'' - უჩა ნანუაშვილი

17 აგვისტო 2019, 13:43 1216 ნახვა

უჩა ნანუაშვილი: "ფაქტობრივად, 2008 წლის ომი გრძელდება იარაღის გასროლის გარეშე. ეს არის ტრაგედია რაც აქ ხდება. მე ვისურვებდი, რომ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მინიმუმ ჩამოვიდნენ აქ, რითაც მოსახლეობას თუნდაც ფსიქოლოგიური განცდა გაუჩნდება, რომ ისინი მათ გვერდით არიან, მნიშვნელოვანია ხელისუფლება უფრო აქტიური გახდეს ოკუპაციასთან საბრძოლველად. უიმედო განწყობა აქვთ ადამიანებს, ისინი წლებია ცდილობდნენ, რომ იქ ეცხოვრათ მოეწყოთ მეურნეობა, ახლა კი საკუთარი ხელით ანგრევენ სახლებს, რაც არის ყველაზე დიდი ტრაგედია. ამბობენ, რომ ჯობდა ომში დანგრეულიყო, ვიდრე ასე საკუთარი ხელით, ნაწილ-ნაწილ გამოეტანათ. 

ეს არის რეალურად ფრონტის ხაზი, ეს არის ომი სროლის გარეშე, ამიტომ მნიშვენელოვანია აქ იყოს ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას დახმარებას გაუწევს" .

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში