ახალგაზრდა ვირტუოზების გალა-კონცერტი ბათუმში

15 აგვისტო 2019, 10:05 1515 ნახვა

ახალი თაობის ვირტუოზების გალა-კონცერტი გაიმართა ბათუმში. კონცერტში საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების  ლაურეატი 6 ახალგაზრდა მუსიკოსი მონაწილეობდა. მუსიკალური საღამოს პროგრამაში კლასიკური რეპერტუარი იყო - შესრულდა ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ამ შემადგენლობით და რეპერტუარით პირველი კონცერტი თბილისში გაიმართა.  

პროექტი ხელოვანთა გაერთიანება კონცეპტ ART-ის ორგანიზებით ხორციელდება. მხარდამჭერი კი ბათუმის მერია და აჭარის კულტურის სამინისტროა.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში