ბათუმში ერთ ღამეში 5 ავტომობილი გაქურდეს

12 აგვისტო 2019, 17:37 3139 ნახვა

გუშინ, 11 აგვისტოს ბათუმის შემოსასვლელთან, ნავსადგურის ტერიტორიაზე ავტომობილები გაქურდეს. ერთ-ერთმა დაზარალებულმა აჭარის მაუწყებელს უთხრა, რომ ''ტოიოტა პრიუსი'' -ს მარკის ავტომობილებია გაძარცვული. მისივე თქმით, ძირითადად კატალიზატორები არის მოხსნილი და წაღებული. დაზარალებული ამბობს, რომ  ავტომობილი დილით გაქურდული დახვდა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. სამინისტროს ინფორმაციით, ნავსადგურის ტერიტორიაზე  გვიან ღამით ხუთი ავტომობილი გაქურდეს. უწყების განცხადებით, სავარაუდოდ დამნაშავეები არასრულწლოვნებია,მათი ვინაობა კი დადგენილია. შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი