მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატები-განაცხადების მიღება სრულდება

03 ივლისი 2019, 12:03 1552 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა განაცხადების მიღება დღეს, 3 ივლისს, 18:00 საათზე სრულდება. ამ დროისთვის შვიდი კანდიდატია რეგისტრირებული. 

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, პარასკევამდე საბჭო წევრები კონკურსანტების დოკუმენტაციას გადაარჩევენ, მომავალი კვირიდან კი კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყება.

მაუწყებელს ახალი დირექტორი, სავარაუდოდ, 15 ივლისისთვის ეყოლება. დირექტორად არჩევისთვის კანდიდატს, მრჩეველთა საბჭოს წევრების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი, რომელიც 31 მაისს გაიმართა, ჩავარდა. 8 კანდიდატიდან საკმარისი 3 ხმა ვერცერთმა აპლიკანტმა ვერ დააგროვა. ფარული კენჭისყრა ორჯერ გაიმართა, ხმები კი ასე გადანაწილდა. 2 ხმა მერაბ წულუკიძემ მიიღო. ნათია ზოიძემ, ბაჩო გურაბანიძემ და ირმა ზოიძემ კი თითო ხმის მოპოვება შეძლეს.

ტელევიზიის დირექტორის ასარჩევად ახალი კონკურსი 3 ივნისს გამოცხადდა. 

მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის ყოფილი დირექტორი თანამდებობიდან აპრილში გადააყენა. ნათია კაპანაძისთვის უფლებამოსილების ამოწურვამდე 6 თვით ადრე, უნდობლობის გამოცხადება საბჭოს ორმა წევრმა, გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ მოითხოვეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას, ნათია ზოიძე ასრულებს. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში