როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

08 ივნისი 2025, 10:58 103 ნახვა

8 ივნისს ბათუმში მზიანი დღე იქნება, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ქუთაისში დღისით +29 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17.

ფოთშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმში. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზეა. ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეშიც მზეა. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც მზე იქნება. +25 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზეა, დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც მზე იქნება, დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +17 გრადუსი იქნება.

ომალოშიც მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავშიც უნალექო დღეა. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში