აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვერ აირჩიეს - მრჩევლების ხმები გაიყო

31 მაისი 2019, 19:34 3148 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის 8 კანდიდატიდან, მრჩეველთა საბჭომ ვერც ერთი ვერ აირჩია. დირექტორობის კანდიდატებიდან ერთ-ერთს მრჩეველთა საბჭოს 3 წევრის ხმა სჭირდებოდა. 

პირველ მცდელობაზე მაუწყებლის ხმები 4 კანდიდატს შორის გადანაწილდა. მერაბ წულუკიძის კანდიდატურას მხარი საბჭოს ორმა წევრმა დაუჭირა.  თითო-თითო ხმა კი მიიღეს ირმა ზოიძემ, ბაჩო გურაბანიძემ და ნათია ზოიძემ. 

პროცედურის თანახმად,  განმეორებითი კენჭისყრა მოხდა, სადაც ყველა ის კანდიდატი მონაწილეობდა,  რომლებმაც ერთი ხმა მაინც მიიღეს. 

მრჩეველთა საბჭოს არც ერთმა წევრმა მისი გადაწყვეტილება არ შეცვალა. განმეორებითი კენჭისყრის დროს ხმები ისევე გადანაწილდა, როგორც პირველ ჯერზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო დირექტორის პოზიციაზე კონკურსს ხელმეორედ გამოაცხადებს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობა სულ 8 კანდიდატს სურდა. მათ შორის: დავით ჩხარტიშვილს, გიორგი კოხრეიძეს, ბაჩო გურაბანიძეს, ირმა ზოიძეს, ბაჩუკი ჩხეიძეს, მერაბ წულუკიძეს, ნათია ზოიძესა და თორნიკე მჟავანაძეს. 

სოფო ჟღენტი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში