ეროვნული გამოცდების პირველ სესიაზე აბიტურიენტების 8% არ გამოცხადდა

01 ივლისი 2019, 12:48 542 ნახვა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან პირველ სესიაზე 8% არ  გამოცხადდა-ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე  ინფორმაციით, საქართველოს  მასშტაბით მოქმედ  ოცდასამივე საგამოცდო ცენტრში, ამ ეტაპზე ტესტირება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

მეორე სესიისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 14:00 საათზე იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი  აბიტურიენტებს სთხოვს, იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები და არ დაიგვიანონ საგამოცდო ცენტრებში. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

ეროვნულ გამოცდებზე ჯამში 41 000-მდე აბიტურიენტია დარეგისტრირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში