ბათუმში 100-მდე აბონენტს გაზი არ მიეწოდება 

30 ივნისი 2019, 14:08 796 ნახვა

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე, დაახლოებით 100 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. შეზღუდვებია ბაგრატიონის ქუჩის ნაწილსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს,  ​''სოკარ ჯორჯია გაზის'' წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მიზეზი მიწისქვეშა გაზსადენზე დაფიქსირებული პრობლემებია. კომპანიის აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორის, ვახტანგ ბერიშვილის განცხადებით, გუშინ საღამოს გაზის გაჟონვის ფაქტი დაფიქსირდა. უსაფრთხოების მიზნით კი ასამდე აბონენტს გაზის გაუთიშეს.

კომპანიაში ამბობენ, რომ უამინდობის გამო სპეციალისტებმა სამუშაოებს ვერ დაიწყეს.

აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება, სავარაუდოდ ხვალ, 1 ივლისს, დღის ბოლოს აღუდგებათ.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი